როდის დაფიქსირდა საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი | Allnews.Ge

როდის დაფიქსირდა საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი

წელს როგორი ზამთარი გველოდება, ჯერ უცნობია. რაც შეეხება ამ დრომდე დაფიქსირებულ ყველაზე ცივ ზამთარს, ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრის უფროსი, სვეტლანა ნიორაძე ესაუბრა.

სინოპტიკოსის თქმით, საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი 1972 წელს დაფიქსირდა. აღნიშნული სეზონის სამივე თვის საშუალო ტემპერატურა, მთელი საქართველოს მსშტაბით, -4,5º C იყო.

"2014 წელს სამხრეთ საქართველოში არსებულმა ტემპერატურამ ბევრი რეკორდი მოხსნა, მაშინ წალკაში -33 გრადუსი დაფიქსირდა. რაც შეეხება თბილისს, აქ ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი 1887 წელს დაფიქსირდა, -24 გრადუსი შეადგინა. ყველაზე ცივი ზამთრის პერიოდში, 1972 წელს, თბილისის მინიმუმმა -16 გრადუსი შეადგინა, ხოლო გორში -26 გრადუსი დაფიქსირდა," - განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz