რა ძირითადი ფაქტორები იწვევს სიმსივნურ დაავადებებს | Allnews.Ge

რა ძირითადი ფაქტორები იწვევს სიმსივნურ დაავადებებს

ონკოლოგიური დაავადებები, მედიცინის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო გავრცელებული ხდება, თუმცა დროული დიაგნოსტიკით, მისი მკურნალობა შესაძლებელია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილების გამგის, მიხეილ შავდიას თქმით, 21-ე საუკუნეში კიბოს დიაგნოზი ფატალურ შედეგს არ ნიშნავს, - "თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში სიმსვნური დაავადებების რაოდენობა მომრავლდა და დაავადებებს შორის სიხშირით მსოფლიოში მეორე ადგილზეა გულსისხგძარღვთა დაავადებების შემდეგ, ამიტომ ყველა ექიმის ამოცანა მისი დროულად გამოვლენაა, რათა ადეკვატური მკურნალობა ჩატარდეს.

უნდა აღნინიშნოს, რომ 100-ზე მეტი დასახელების სიმსივნური დაავადება არსებობს და ერთმანეთისგან განსხვავდებიან," -განმარტა მედიკოსმა "რადიო პალიტრას" გადაცემა "მკურნალში" და ასევე ხაზი გენეტიკურ ფაქტორებსაც გაუსვა, - "არსებობს პოლიეტიოლოგიური ანუ მრავალფაქტობრივი თეორია და ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სიმსივნე, შესაძლოა, გენეტიკური იყოს.

მაგალითად, თუ არსებობს, ოჯახური პოლიპოზი ანუ მსხვილ ნაწლავში ასეულობით პოლიპია, ის ავთვისებიან სიმსივნედ აუცილებლად გადაგვარდება და აღმოჩენისთანავე ვიკვლევთ მას დედის ან მამის მხრიდან, რათა დროულად გაკეთდეს ოპერაცია.

მიხეილ შავდიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით, აღნიშნული დაავადების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ჰერპესული ვირუსებია, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება, -"კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნე კვების ხასიათს პირდაპირ უკავშირდება, დაბინძურებული ჰაერი და გამონაბოლქვი კი პირდაპირ ფილტვის კიბოსთანაა დაკავშირებული, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ კიბოს კონკრეტულად რაიმე იწვევს, მაგრამ აღიარებულია, რომ მისი პროვოცირება გარემო ფაქტორების მიერ ხდება,"- აღნიშნა სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა.

ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილების გამგემ ასევე აღნიშნა, რომ სიმსივნე კონკრეტულად რა სახის დაავადებაა, დადგენილი ჯერ კიდევ არ არის, თუმცა დროული დიაგნოსტიკით მედიცინას მისი შეჩერების ძალა შესწევს.

myquiz