აღდგება თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური | Allnews.Ge

აღდგება თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური

აღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თემაზე კომენტირებისას ჟურანალისტებს განუცხადა, დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა, ასევე შეხვედრები გაიმართება ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც უწყების სამომავლო გეგმები დეტალურად გახდება ცნობილი, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახხურში გაწვევის წესთან მიმართებაში.

"მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ოქტომბრის თვეში დავიწყებდით დისკუსიას იმ სტრატეგიის შესახებ, რომელიც მომზადებული გვაქვს. მომავალ კვირას უკვე დაგეგმილია კომისიის გაფართოებული სხდომა. შეხვედრები გაიმართება ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადენლებთან. ნოემბრის დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგენთ 100 დღის მუშაობის ანგარიშს, ასევე მომავალი საქმიანობის შესახებ კონკრეტულ გეგმებს, მათ შორის წვევამდელთა გაწვევის საკითხზე," - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.

myquiz