თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა | Allnews.Ge

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.