"თბილისობის" დღესასწაულზე ლეღვთახევში მე-19 საუკუნის თბილისი გაცოცხლდა | Allnews.Ge

"თბილისობის" დღესასწაულზე ლეღვთახევში მე-19 საუკუნის თბილისი გაცოცხლდა

"თბილისობის" დღესასწაულზე ლეღვთახევში მე-19 საუკუნის თბილისი გაცოცხლდა. ლეღვთახევის მთელ ტერიტორიაზე დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხეა წარდგენილი, გაცოცხლებულია მჭედლის, მეწაღის, მეთულუხჩის პროფესიები. ასევე მოწყობილია სცენები სუფრით, შემოდგომის ხილით, ურმებით, მოქეიფე ადამიანებით, ისმის ძველი თბილისური ჰანგები, უკრავს არღანი. ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები არსებულ სიტუაციას აცნობენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ განაცხადა, "თბილისობა" მთელ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება, განსაკუთრებით კი გამოირჩევა რამდენიმე ადგილი, სადაც ძირითადი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანსა და რიყის ტერიტორიაზე "თბილისობისთვის" დამახასიათებელი ტრადიციული ღონისძიებები იმართება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თანამედროვე მიმდინარეობებია წარმოდგენილი. რიყის ტერიტორიაზე ასევე ტარდება ბავშვებისათვის სპორტული და გასართობი ღონისძიებები, კულინარიული და ყვავილების ფესტივალი.

დღეს საღამოს გაიმართება "საპატიო თბილისელის" დაჯილდოება, ხვალ კი "თბილისზე მზრუნველები" დაჯილდოვდებიან, ის პირები, რომლებიც 30-40 წელია ემსახურებიან ქალაქს და დღესაც აქტიურად აგრძელებენ.

"თბილისობის" დღესასწაული ხვალ გალა კონცერტით დასრულდება.

myquiz