Sportall.ge კლუბ "აკადემიის" 16-წლამდელთა გუნდის მედიაპარტნიორია | Allnews.Ge

Sportall.ge კლუბ "აკადემიის" 16-წლამდელთა გუნდის მედიაპარტნიორია

სპორტული პორტალი Sportall.ge და სპორტული გაზეთი "ლელო" "აკადემიის" მედიაპარტნიორები გახდნენ.

"აკადემიის" კალათბურთელებს დღეს ახალი ფორმები დაურიგდათ, რომელსაც წარწერა Sportall.ge ამშვენებს. ჩვენი ვებსაიტი, ისევე, როგორც გაზეთი "ლელო", სწორედ აკადემიის 16-წლამდელთა გუნდის მედიაპარტნიორია.

აღსანიშნავია, რომ "აკადემიის" 16-წლამდელთა გუნდი ოფიციალური მატჩების წინ გენერალურ რეპეტიციას სომხეთში გაივლის, სადაც არმენაკ ალაჩაჩიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

"მინდა მადლობა ვუთხრა სპორტულ პორტალსა და გაზეთს, სადაც ბევრი საკალათბურთო ინფორმაციაა თავმოყრილი. ასეთი სახის პარტნიორობა ორმხრივად მომგებიანია. საქართველოში არაერთი კარგი კლუბია და დარწმუნებული ვარ, სპონსორები და პარტნიორები ერთიორად შეუწყობენ ხელს გუნდებისა და ზოგადად, ქართული კალათბურთის განვითარებას.

2001 წელს დაბადებულთა ჩვენმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ოთხი წლის წინ გამართა. მას შემდეგ ერთი წაგებაც არა აქვს. მიღწეულის გამეორებას ამ სეზონშიც ვაპირებთ. მართალია, სამი წამყვანი კალათბურთელი დაგვაკლდა, მათ საზღვარგარეთის კლუბებს მიაშურეს, მაგრამ ჩვენი გუნდი საქართველოს ჩემპიონატის მოგების ფავორიტად რჩება"- აღნიშნა 16-წლამდელთა აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჯაფარიძემ.

"აკადემია" სომხეთში 14 ოქტომბერს, დილით მიემგზავრება, სადაც ოთხ მატჩს ჩაატარებს: "გრანდსტართან", "არაბკირთან", "როსტოვთან" და სომხეთის ნაკრებთან.

myquiz