დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი | Allnews.Ge

დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, 11 – 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება.

13 – 16 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +15, +20° იქნება.

myquiz