მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული | Allnews.Ge

მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული

არსებული ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ  "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, უბანზე ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ცნობით, შენობის ფანჯრები, რომელშიც აღნიშნული უბანია განთავსებული, ჩამსხვრეულია.

მარნეულის 48-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"მე როგორც დამირეკეს და მითხრეს, ერთმანეთს ქვებს და ჯოხებს ესროდნენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცერაზმი და პოლციია", - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.

myquiz