"სახელმწიფო ხალხისთვის" - ამომრჩეველს პროპორციული ბიულეტენებს ისე უხევდნენ, რომ ბურჭულაძის პარტიის ნომერი არ ჩანდა | Allnews.Ge

"სახელმწიფო ხალხისთვის" - ამომრჩეველს პროპორციული ბიულეტენებს ისე უხევდნენ, რომ ბურჭულაძის პარტიის ნომერი არ ჩანდა

საარჩევნო ბლოკის "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები თეთრიწყაროს #32-ე მაჟორიტარული ოლქის #60-ე სოფელ კარათაკლიის საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, პროპორციული ბიულეტენების შეკვრა ამ უბანზე არსებული ბიულეტენების თითქმის 10%-ია, რაც არჩევნების შედეგებზე ბუნებრივია გავლენას მოახდენს. სწორედ ამიტომ ითხოვენ ამ უბნის შედეგების მთლიანად გაუქმებას.

მათი განცხადებით, რეგისტრატორი პროპორციული ბიულეტინების შეკვრიდან ბიულეტენს ამომრჩეველს ისე უხევდა, რომ პირველი ნომერი "პაატა ბურჭულაძის პარტიის რჩებოდა შეკვრის თავში.

აღნიშნული დარღვევა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას #60-ე კარათაკლიის საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი გვახარიამ და პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნულ უბანზე, გელა ჯანგებაშვილმა.

შესაბამისად, საჩივრები აღნიშნულ უბანზე პაატა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" პარტიების წარმომადგენელება შეიტანეს.

როგორც #60-ე უბნის თავმჯდომარემ განაცხადა, რეგისტრატორი საარჩევნო პროცესიდან მოიხსნა. მან დაწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედება გამოწვეული იყო მხოლოდ უყურადღებობით და შეგნებულად არ გაუკეთებია.

myquiz