თბილისის ყველაზე დაბინძურებული და ხმაურიანი ადგილები | Allnews.Ge

თბილისის ყველაზე დაბინძურებული და ხმაურიანი ადგილები

მტვრის ერთჯერადი კონცენტრაცია კვადრატულ მეტრზე მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" მაქსიმალურ ზღვარს აღემატება, - ამის შესახებ გარემოს სამინისტროს მიერ გავრცელებულ გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

კვლევა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და გამოკვლეულია მტვრის, ნარშირორჟანგის, აზოტის დიოქსიდის შემხველობა კვადრატულ მეტრზე, ასევე ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება კვადრატულ სანტიმეტრზე და ხმაურის დონე დეციბელებში.

თბილისში გარკვეულ ადგილებში, საცობების დროს ჰაერის დაბინძურება ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბებულია

კვლევაში თბილისში, თბილისის გარეუბნებსა და რუსთავშია ჩატარებული, სულ 22 პუნქტზე.

გარემოს დაბინძურების ექსპრეს-ლაბორატორიის კვლევის შედეგების მიხედვით დასაშვებ ნორმას კვადრატულ მეტრზე მტვრის შემცველობა მხოლოდ მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან" აღემატება.

ჰაერის დაბინძურების რეიტინგში საქართველო პირველ ადგილს იკავებს

განსხვავებული სიტუაციაა ხმაურის მხრივ. ყველაზე ხმაურიანი ადგილი მეტროსადგურ "300 არაგველთან" არის. "300 არაგველთან" მონაცემები დასაშვებ ნორმას აღემატება. ხმაურის მაქსიმალური დონე დასაშვებ ზღვარს აღემატება ასევე მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრთან", მეტროსადგურ "სარაჯიშვილთან", მეტროსადგურ "ნაძალადევთან", მეტროსადგურ "სადგურის მოედანთან", აბანოთუბანში, მეტროსადგურ "მარჯანიშვილთან" და წყნეთში "სმარტთან".

myquiz