წალკის რაიონის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი მოკლეს | Allnews.Ge

წალკის რაიონის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი მოკლეს

წალკის რაიონში, სოფელ ტბეთში 32 წლის მალხაზ პაქსაძე საკუთარ სახლში მოკლეს. მოკლულს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც  შსს-ში განაცხადეს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული ზ. ხ. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ხ.-მ წალკის რაიონის სოფელ ტბეთში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ მ. პ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა გ.ხ.-ს ძმა - ზ.ხ., რომელმაც მკვლელობამდე მ.პ.-ს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.

სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.