ტროტუარზე პარკირება ნაწილობრივ გაუქმდა | Allnews.Ge

ტროტუარზე პარკირება ნაწილობრივ გაუქმდა

ტროტუარებზე პარკირების ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მერის თქმით, ეს იწვევს მძღოლების უკმაყოფილებას, ამიტომ მერია ამ საკითხს ფრთხილად უდგება.

"იქ, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოხსნა და მისი სხვაგან გადატანა, ასეც გავაკეთეთ. თუცა ჯერ კიდევ რჩება 1000-მდე ადგილი, სადაც ტროტუარზე პარკირება ხდება. ძირითადი კონცენტრირება გვაქვს ჭავჭავაძეზე და ასე იქნება იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდება დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობაზე იფიქრებს. 5 ადგილი უკვე გამზადებული გვაქვს და ხუთიც მზადდება დამატებით მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, რომელიც ვაკე-საბურთალოს და ვერას მოემსახურება, რათა აქ უფრო კომფორტული იყოს პარკირება. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება, სრულად უნდა მოხდეს ტროტუარებზე პარკირების გაუქმება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სექტემბრიდან თბილისში ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება

თბილისის მერის განმარტებით, ვიწრო ტროტუარებზე თითქმის სრულად აღიკვეთა პარკინგის ზოლები, ხოლო იქ, სადაც შესაძლებელია ფეხით მოსიარულეებიც გადაადგილდნენ და მანქანაც დადგეს, ჯერ პარკინგის ზონა დატოვებულია. თბილისის მერი ვარაუდობს, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, მას შემდეგ რაც აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები, ტროტუარები სრულად გათავისუფლდება პარკირების ზონისგან.

ჩინეთმა პარკირებაში დამხმარე რობოტი შექმნა

myquiz