ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნება | Allnews.Ge

ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნება

მთავარი პროკურატურა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეული ლიდერების საუბარს ასახავს, კომენტარს აკეთებს.

როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს.

ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

ამასთან, მისი განმარტებით, მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში.

"მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ამასთან გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში ვიდეო პორტალ youtube.com-ზე განთავსება.

გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ დამატებით მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

myquiz