23-24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა - ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

23-24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა - ამინდის პროგნოზი

23-24 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაცემას პროგნოზირებენ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია თოვლი.

"23-24 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

myquiz