2016 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული | Allnews.Ge

2016 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში მსოფლიოს ბევრი საუკუთესო უნივერსიტეტია თავმოყრილი, ახალი გლობალური რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილს ოქსფორდის უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს და საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს.

ოსქფორდის უნივერსიტეტმა, რომელიც 1096 წლიდან ფუნქციონირებს, უკან ჩამოიტოვა კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ამის შესახებ ჟურნალი Times Higher Education იუწყება.

რაც შეეხება რეიტინგს, 2016 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების 10-ეული ასე გამოიყურება:

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი

2. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - აშშ

3. სტენფორდის უნივერსიტეტი - აშშ

4. კემბრიჯის უნივერსიტეტი - დიდი ბრიტანეთი

5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი - აშშ

6. ჰარვარდის უნივერსიტეტი - აშშ

7. პრინსტონის უნივერსიტეტი - აშშ

8. ლონდონის იმპერიული კოლეჯი - დიდი ბრიტანეთი

9. ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - შვეიცარია

10. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი - აშშ

რაც შეეხება საქართველოს, აქ პირველ ადგილს "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" იკავებს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში 57-ე ადგილზე მოხვდა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეიტინგი, რომლის პირველ ადგილს პრაღაში მდებარე ჩარლზის უნივერსიტეტი იკავებს, ასე გამოიყურება:

1. ჩარლზის უნივერსიტეტი პრაღაში - ჩეხეთი

2. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - რუსეთი

3. ლუბლიანას უნივერსიტეტი - სლოვენია

4. ვარშავის უნივერსიტეტი - პოლონეთი

5. პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტი - ჩეხეთი

6. იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში - პოლონეთი

7. ლორანდის ეტვეშის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში - უნგრეთი

8. მასარიკის უნივერსიტეტი - ჩეხეთი

9. ტარტუს უნივერსიტეტი - ესტონეთი

10. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტი კრაკოვში - პოლონეთი

საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგების განახლება ყოველწლიურად ხდება, რათა უფრო ნათელი გახდეს, სად არის შესაძლებელი სრულყოფილი განათლების მიღება.

მომზადებულია WJs.com-ისა და webometrics.info-ს მიხედვთ.

myquiz