როდის გამოიდარებს საქართველოში | Allnews.Ge

როდის გამოიდარებს საქართველოში

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში იწვიმებს საღამოს და ღამის საათებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით დღისითაც არის მოსალოდნელი.

საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თბილისში - 27-29 გრადუსი.

myquiz