საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი ანგარიშით 94:63 დაამარცხა | Allnews.Ge

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთი ანგარიშით 94:63 დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევში სლოვაკეთის ნაკრები 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94:63 დაამარცხა.

ილიას ზუროსის გუნდმა ანგარიშში დაწინაურება სტარტზევე მოახერხა, მეოთხედი კი 30:21 მოიგო. მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელების უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა და დიდ შესვენებაზე გუნდი 23-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 52:29. მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა - საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედი 20:17 მოიგო, ბოლო მეოთხედი კი - 22:17.

ევროშესარჩევში მომდევნო შეხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში, მონტენეგროსთან ჩაატარებს.

myquiz