ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია | Allnews.Ge

ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ  შსს-ში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.

ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე სამართალდამცელები არიან მობილიზებულები. ადგილი და ავტომობილი, სადაც მამაკაცი ჩაცხრილეს, პოლიციელებს ყვითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული და ადგილზე არავის უშვებენ.

ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს, ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე, შუა ქუჩაზეა გაჩერებული, რის გამოც გზაზე გადაადგილება აკრძალულია.

myquiz