ვაკეში სროლის შედეგად მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია | Allnews.Ge

ვაკეში სროლის შედეგად მოკლული მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლული პირის ვინაობა ცნობილია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მოკლული ნასამართლევი პირია ს.ჯ-ა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს.

Allnews.ge მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს. აღსანიშნავია, რომ მოკლულის ძმა გ. ჯ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. 

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

myquiz