მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდების სისტემაში ცვლილება განხორციელდება | Allnews.Ge

მასწავლებლების სასერთიფიკაციო გამოცდების სისტემაში ცვლილება განხორციელდება

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მომავალშიც მოუწევთ, თუმცა სისტემაში ცვლილებები განხორციელდება.

სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციას "რუსთავი2" ავრცელებს, რომლის ცნობით, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას შემოდგომიდან დაიწყებს.

"ნებისმიერი სისტემა, რომელსაც თავად თანამშრომლები - მასწავლებლები არ ეთანხმებიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, მოტივაციას და დადებით ემოციას არ იწვევს ანუ უკეთესი სასწავლო პროცესის წარმართვას არ ემსახურება. არის ბევრი "ჩაჭრილი" მასწავლებელი, ვერგადალახული ბარიერი და ასე შემდეგ.

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ზოგი მასწავლებელი არის უფრო ძლიერი საგნის მიმართულებით, ზოგი არის უფრო ძლიერი პედაგოგიური უნარების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება სქემა და ასეთი სქემა გვექნება, სადაც ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა იქნება არა ერთი, არამედ რამდენიმე ანუ მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა აქცენტი გააკეთოს საგნის ცოდნაზე, რა თქმა უნდა, საგნის მინიმალურ დონეზე ცოდნა აუცილებელია, თუმცა ასევე უნდა ჩაეთვალოს სხვა აქტივობები", - აცხადებს განათლების მინისტრი.

myquiz