აფხაზეთის ე.წ.ხელისუფლების ცნობით, გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს | Allnews.Ge

აფხაზეთის ე.წ.ხელისუფლების ცნობით, გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს

სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, ე.წ. ძალოვნებმა გალის რაიონში იარაღის სამალავები იპოვეს.

როგორც "სპუტნიკ აბხაზია" იტყობინება, რეიდები გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში ჩატარდა, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა "უცნობი პირების მიერ მოწყობილი ორი სამალავი".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ სამალავებში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული და საბრძოლო მასალა.

myquiz