დიდ დიღომში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს | Allnews.Ge

დიდ დიღომში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს

თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მათ ბრალად მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თანხის გამოძალვა ედებათ.

ადგილზე სპეცრაზმთან ერთად სამართალდამცველები და გამომძიებლები იმყოფებიან. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შსს დიღომში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 17:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

myquiz