რუსეთმა ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო | Allnews.Ge

რუსეთმა ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო

რუსეთმა ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთდროულად შვიდ პოლიგონზე დაწყებულ სწავლებაში მონაწილეობს ოლქის სარაკეტო და საარტილერიო ჯარების 5 000-ზე მეტი სამხედრო.

სწავლებაში ჩართულია სარაკეტო კომპლექტები "ისკანდერ-მ"-ი, თვითმავალი ჰაუბიცები "აკაცია" და "გვოზდიკა", ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "გრადი", "ტორნადო გ", "ურაგანი", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები "შტურმ-ს"-ი და სხვა.

სწავლებაში მონაწილეობენ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედროები, ისე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან.

სწავლება 16 სექტემბრამდე გაგრძელდება.