მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს უარყოფს | Allnews.Ge

მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შსს უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შიდა ქართლის რეგიონში გარკვეულ პირთა ჯგუფის მიერ მცირეწლოვანი ბავშვების მასობრივად დაკარგვისა და გატაცების ფაქტები არსებობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შსს-ში ამ დრომდე არ შესულა არც ერთი მსგავსი შინაარსის შეტყობინება მოზარდების გატაცების შესახებ. მათივე განმარტებით, სამართალდამცველების მიერ გადამოწმდა და არ დადასტურდა სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალური ქსელით გავრცელებული უკლებლივ ყველა ინფორმაცია.

შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ბავშვების გატაცების თაობაზე "ამბები.გე"-ს არაერთმა მოქალაქემ წერილობით მიმართა. მიმართვაში მოქალაქეები ბავშვების მასობრივ გატაცებაზე საუბრობდნენ.

myquiz