თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერია | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, სადაც ყველაზე დაბინძურებული ჰაერია

ჰაერის დაბინძურება იმ ძირითად გამოწვევებს შორისაა, რის წინაშეც დღს საქართველო დგას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ავტოტრანსპორტი იწვევს. მრავალი კვლევით დადგინდა, რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია და დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარს. ძველ მანქანებს ხშირ შემთხვევაში არც აქვთ, კონვერტერი (იგივე გარდამქმნელი), რომელიც ზოგიერთი მავნე ნივთიერების გამოყოფას შეამცირებდა. რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ გააჟღერა ინიციატივა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ, თუმცა აღნიშნული საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო.

როდესაც ხელისუფლების ვალდებულებებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ საქართველოსა ევროკავშირს შორის 2014 წელს მოწერილი ხელშეკრულებაც, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს რეფორმები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში.

ჰაერის დაბინძურების საკითხი მთელი სიმწვავით განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა იმ ზიანზე ვიღებთ ინფორმციას, რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს. ამერიკის გარემოს ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, იმ დაავადებების ჩამონათვალი, რასაც დაბინძურებული ჰაერი იწვევს საკმაოდ გრძელია. ატმოსფერული ჰაერის დაბნძურება იწვევს ასთმას, ფილტვის კიბოს. ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალაქებში სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 15-20% -ით მაღალია სუფთა ქალაქებთან შედარებით.

ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების შედეგები წარმოადგინა. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით აზოტის დიოქსიდი შემცველობა უმეტესად "საშუალო" კატეგორიის ფარგლებშია. აზოტის დიოქსიდის მაღალი ინდექსი მხოლოდ მელიქიშვილის და ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთაზე დაფიქსირდა. იხილეთ გაგრძელება

myquiz