ვინ იცავს საქართველოს მოსახლეობას "შხამიანი" პროდუქტისგან | Allnews.Ge

ვინ იცავს საქართველოს მოსახლეობას "შხამიანი" პროდუქტისგან

შხამქიმიკატებსა და პესტიციდებს მოსავლის მოსაყვანად თითქმის ყველგან იყენებენ. პესტიციდები ქიმიური ნაერთებია, რომელსაც მცენარეთა მავნებლების და პარაზიტების წინააღმდეგ იყენებენ, თუმცა არასწორი შეწამვლა და უხარისხო პრეპარატები - ეს ის უმთავრესი მიზეზებია, რომელიც საკვებს მომწამვლელს ხდის. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ ქართული ბაზარი და ჩვენი მოსახლეობა ამ მხრივ სრულიად დაუცველია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებში პესტიციდების რაოდენობას პერმანენტულად შეისწავლის. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ამ სააგენტოს წარმომადგენლებმა აცნობეს, გასულ წელს აღებული 180 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 9-ში გამოვლინდა, მიმდინარე წელს გეგმურად განსაზღვრულია 65-70 ნიმუშის აღება. უკვე შეისწავლეს 17 ნიმუში, მაგრამ დარღვევა არცერთ მათგანში გამოვლენილა.

გარდა ამისა, პესტიციდების 270-მდე სარეალიზაციო ობიექტიც შემოწმდება, რაც სურსათის უსაფრთხეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კახა სოხაძე აღნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი საგანგაშო სიტუაცია არ არის, როგორც ზოგიერთები გვიხატავენ:

კახა სოხაძე: "ტერმინი "პესტიციდები" ათასგვარ ქიმიურ საშუალებას აერთიანებს. პესტიციდები მრავალი სახეობისაა და არაერთ ქვეყანაში იწარმოება. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც აკრძალულია, რადგან მავნე ქიმიური ნაერთები გადადის მცენარეში, მერე - ნაყოფში და შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანოს. საერთოდ, პესტიციდების გამოყენება რეგულირებულია, განსაზღვრულია დოზები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს პესტიციდების შეტანა ნიადაგში.

ჩვენთან სურსათის შემოწმების სქემა ასეთია: ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ნიმუშები გადაეცემა ლაბორატორიას და სპეციალისტები სწავლობენ, შეესაბამება თუ არა ეს ნიმუშები დადგენილ ნორმებს. შარშან ჩვენმა სააგენტომ 180-მდე ნიმუში გამოიკვლია და იმ დასკვნამდე მივედით, რომ აღმოჩენილი დარღვევები საგანგაშო არ არის.

ვინც ამტკიცებს, რომ ამ მხრივ საქართველოში ცუდი მდგომარეობაა, ობიექტური არგუმენტები უნდა ჰქონდეს, სად, რომელ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ესა თუ ის პროდუქტი. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მოსახლეობაში აჟიოტაჟის და სკეპტიციზმის დათესვას ისახავს მიზნად. ეს არ არის ობიექტური ინფორმაცია - ამის თქმის საფუძველს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებუული კვლევის შედეგები მაძლევს".

კახა სოხაძის თქმით, პროგრამა, რომელიც საკვებ პროდუქტში პესტიციდების დონეს შეისწავლის, დღესაც მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს თვითონ პესტიციდების შემოწმებაც: "ცალკე დეპარტამენტი შეისწავლის შეესაბამება თუ არა პესტიციდების შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებული ნივთიერებებს და როგორია მათი ხარისხი. ასე რომ, პესტიციდების კონტროლიც რეგულარულად მიმდინარეობს" - განაცხადა კახა სოხაძემ ჩვენთან საუბრის დროს.

შეფასებას, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში დამამშვიდებელი სიტუაციაა, არც ფერმერები ეთანხმებიან და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. აკაკი ღლონტი სწავლული აგრონომია, ამავე დროს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები მოჰყავს. მისი თქმით, ქართული ბაზარი სავსეა იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციით, რომლის ხარისხსაც არავინ ამოწმებს:

აკაკი ღლონტი: " ჩემი აზრით, უფრო საფუძვლიანი კონტროლია საჭირო. როდესაც ბაზარზე კონტროლი იქნება, მავნე ნივთიერებებით მოყვანილი პროდუქტის გაყიდვას ვერავინ გაბედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარესად დაავადება ხალხი! თუ გნებავთ, გადით ჩვენს ბაზრებზე და ნახავთ, როდის ჩამოივლის კონტროლიორი: ყველაზე ადრე, დღის 1 საათზე, თითო ლარს აკრეფს და მიდის. იხილეთ გაგრძელება

myquiz