სინოპტიკოსები მომავალ კვირას არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ | Allnews.Ge

სინოპტიკოსები მომავალ კვირას არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები მომავალი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების მთავარმა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა განუცხადა, მომავალი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს და არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

მისივე თქმით, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25 +30 გრადუსის ფარგლებში იქნება. აგვისტოს დასაწყისში კი შედარებით მოიმატებს და +30 +35 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ასევე დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ვარუდობენ. უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია იყოს სეტყვა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი. ტემპერატურა ბარში +28 +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისშიც არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დედაქალაქში ტემპერატურა ღამით + 22, ხოლო დღისით +32 გრადუსამდე იქნება.

რაც შეეხება ზღვისპირეთს, სინპოტიკოსების პროგნოზოთ, აქაც დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო ტემპერატურა +25 +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტიკოსები ვარაუდოებნ, რომ არამდგარდი ამინდები საქართველოს მასშტაბით 10 აგვისტომდე შენარჩუნდება.

myquiz