არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია | Allnews.Ge

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ფონიჭალაში, 22 თებერვალს მომხდარ, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სავარაუდოდ, დაკავებულია.

როგორც არაოფიციალურად გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 11:00 საათზე დაგეგმილი ბრიფინგი სწორედ აღნიშნული საქმის გახსნას უკავშირდება. თავად უწყებაში ბრიფინგის თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

22 თებერვალს, ქვემო ფონიჭალაში, 44 წლის ნონა რომანაძე საკუთარ სახლში ყელგამოჭრილი, მისი 3 წლის ქალიშვილი კი დამწვარი იპოვეს.

myquiz