Daily Mail: დედა-შვილი სალუქვაძეები ოლიმპიადის ისტორიის შეცვლას უმიზნებენ | Allnews.Ge

Daily Mail: დედა-შვილი სალუქვაძეები ოლიმპიადის ისტორიის შეცვლას უმიზნებენ

მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ნინო სალუქვაძე თავის მერვე ოლიმპიადაზე მიემგზავრება.

მას საკუთარი კარიერით სიამაყის უამრავი მიზეზი აქვს, მაგრამ რიოში მიმდინარე ოლიმპიადა მისთვის მაინც განსაკუთრებული დღესასწაული იქნება. ნინო იქ თავის 18 წლის ვაჟთან ერთად იასპარეზებს.

აქამდეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც დედა-შვილი სპორტის ერთ სახეობაში ასპარეზობდნენ თუმცა, ეს დედა-შვილის ერთ ოლიმპიადაზე გამოსვლის პირველი შემთხვევა იქნება.

ნინო სალუქვაძის შვილი, ცოტნე მაჭავარიანი ევროპის ჩემპიონატზე მიღებული შედეგით დაუშვეს ოლიმპიურ თამაშებზე.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართული სროლის ფედერაციას წარმოვადგენ, მაგრამ ორჯერ უფრო ბედნიერი ვარ როგორც დედა, რადგან ჩემმა შვილმა ოლიმპიადაზე მონაწილეობის კვალიფიკაცია მოიპოვა" - ამბობს ნინო.

სახელოვანმა ოლიმპიელმა 1988 წელს, სეულის ოლიმპიურ თამაშებზე, 25 მეტრი ნიშნულიდან მიზანში სროლაში საბჭოთა კავშირის სახელით ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ ის 25 წლის იყო. სალუქვაძე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის სენსაციაც გახდა. 2008 წელს რუსეთსა და შორის საქართველოს ომი მოხდა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მშვიდობის დემონსტრირების მიზნით, ნინომ რუს მსროლელს პოდიუმზე აკოცა. "რატომ გააკვირვა ამ ჟესტმა ყველა? ჩვენ სპორტსმენები ვართ, ჩვენს შორის კონფლიქტი არ არის", - ამბობს ნინო.

 

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

myquiz