"თბილისის მიკროავტობუსი" - კონდიციონერის გაუმართაობის შემთხვევაში მიკროავტობუსს ხაზზე გასვლა ეკრძალება | Allnews.Ge

"თბილისის მიკროავტობუსი" - კონდიციონერის გაუმართაობის შემთხვევაში მიკროავტობუსს ხაზზე გასვლა ეკრძალება

კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ხაზზე გასვლა 70 მიკროავტობუსს აეკრძალა. ამის შესახებ კომპანია "თბილსის მიკროავტობუსის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"კომპანია "თბილსის მიკროავტობუსი" 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება.

მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს.

ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და ათი დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა.

მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგი იწყება

ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში.