აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თვითმხილველის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში ერთ-ერთ დაჭრილს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, სროლას წინ დაპირისპირება არ უძღოდა.

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელი აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტოსადგომზე მივიდა და იქ მყოფ ერთ-ერთ პირს ცეცხლი გაუხსნა. როგორც თვითმხილველი აღნიშნავს, დაჭრილის მეგობარმა თავდამსხმელი დაჭრა, მას ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა

არსებული ინფორმაციით, ორივე პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.