აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლის შედეგად ორი პირი დაიჭრა
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორმა კერძო პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილია ორივე მათგანი, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ინციდენტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არავითარი კავშირი არა აქვს. დაპირისპირება ორ კერძო პირს შორის მოხდა:, - განაცხადეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.