El Mundo - ბარსელონაში ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი დააკავეს | Allnews.Ge

El Mundo - ბარსელონაში ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი დააკავეს

ბარსელონაში კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი, სტეპან ჩერნოვეცკი და კიდევ 10 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo წერს.

სტატიის თანახმად, დაკავების ოპერაცია ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩაატარა.

ყველა დაკავებული ე.წ.უკრაინული მაფიის სავარაუდო წევრია, - აღნიშნავს El Mundo.

გამოცემის თანახმად, 11-ვე მათგანი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, რასაც ახორციელებდნენ ბარსელონაში მდებარე იაპონურ რესტორან Yubari-ის საშუალებით, რომელიც სომეხ ბიზნესმენს არმან მაილიანს ეკუთვნის.

myquiz