გურიის მხარეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან | Allnews.Ge

გურიის მხარეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გურიის მხარეში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ განაცხადა, გურიაში გუშინაც წვიმდა. ბოლო დღეებში წვიმის შედეგად, ზარალი მხარის ყველა მუნიციპალიტეტს მიადგა.

გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდები, რამდენიმე ადგილას ჩამოწოლოლია მეწყერი, მათ შორის, სოფელ მამათში, ასევე გომის მთის მისასვლელთან. წაღებულია ათეულობით ჰექტარი საყანე ფართობი. ჩოხატაურის რაიონში, არის ადგილები სადაც პატარა ღელე ადიდდა.

"სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს იმ ადგილებზე, სადაც შესაძლებელია გზის გაწმენდა. საინჟინრო სამუშაოების დაწყებისათვის კი, საჭიროა პროექტი, მიმდინარეობს პროცედურული საკითხები. ზარალს ვითვლით, კომისია ინტენსიურად მუშაობს. ვფიქრობ, დღის ბოლოსთვის უკვე გვეცოდინება ზარალის დაახლოებითი ოდენობა", - აღნიშნა გია სალუქვაძემ.