ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა | Allnews.Ge

ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა

ბათუმში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. "ინტერპრესნიუსის" ადგილობრივი კორესპონდენტის ინფორმაციით, წვიმამ პრობლემები შექმნა გორგილაძის, მაიაკოვსკის, აღმაშენებლის, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩებზე. ძირითადად დატბორილია ეზოები, პირველი სართულები და სარდაფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარებს ამოტუმბვის სამუშაოები. სულ დაფიქსირებულია 200-მდე გამოძახება.

ამასთან, მახინჯაურში, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

myquiz