ბათუმში 7 ადამიანი მოიწამლა | Allnews.Ge

ბათუმში 7 ადამიანი მოიწამლა

ბათუმში, ერთ-ერთ კვების ობიექტში შვიდი ადამიანი მოიწამლა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებულებს შორის ერთი 5 წლის ბავშვია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, კობა ნაკაიძის ინფორმაციით, დაშავებულები ბარცხანაში მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან და მათი მდგომარეობა ნორმალურია.

"ორი საკუთარი მიმართვით მივიდა ინფექციურში, ხუთი ადამიანი კი სასწრაფომ გადაიყვანა. არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ იყო. ინტოქსიკაციას მაიონეზითა და ქათმის ხორცით დამზადებულ სალათს უკავშირებენ", - განუცხადა კობა ნაკაიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისივე ინფორმაციით, ზუსტი მიზეზის დადგენაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ.

myquiz