რუსთავში გუშინ მოწამლული საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული კვლავ საავადმყოფოში რჩება | Allnews.Ge

რუსთავში გუშინ მოწამლული საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული კვლავ საავადმყოფოში რჩება

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში #24 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებულიდან მკურნალობის კურსს ამ დროისათვის 10 პაციენტი გადის. ახალგაზრდები საავადმყოფოში ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით ოთხი დღის წინ მოათავსეს.

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, სტაციონარში 10 პაციენტი რჩება, ექვსი კი ინფექციური განყოფილებიდან გუშინ გაწერეს.

არსებული ინფორმაციით, 24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ბანკეტის დროს სავარაუდოდ საკვებისგან დეზინტერიით დაავადდნენ.

myquiz