თბილისში ერთ-ერთ ქუჩას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება | Allnews.Ge

თბილისში ერთ-ერთ ქუჩას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება

საქართველოში პირველად მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ბათუმში გაიმართა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

"მეხანძრე-მაშველის პროფესია, უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლოა. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებული, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. ვიცი, რომ თითოეული თქვენგანი თავს არ ზოგავთ, რათა პირნათლად შეასრულოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობა და მე ამისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭება.

myquiz