მე-11 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს | Allnews.Ge

მე-11 კლასელთათვის გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

მე-11 კლასელთათვის დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ტარდება. მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში ჩააბრებენ. ეს საგნებია: გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია.

მე-11 კლასელთათვის 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი - გეოგრაფია; 13 ივნისი - ბიოლოგია; 14 ივნისი - ფიზიკა; 15 ივნისი - ქიმია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოსაშვები გამოცდებისათვის 38 800 - ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

მოსწავლეებს, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებზე რომელიმე საგანში ზღვარს ვერ გადალახავენ, ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს, დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად ჩააბარონ.

myquiz