დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, 25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტა თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა ასევე შეიზღუდა რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე, კერძოდ ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანები მოძრაობენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე
მოძრაობა 27 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.