მსვლელობის გამო რუსთაველის გამზირი და ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართული მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი და ბარათშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, აქციის მონაწილეეები სამების ტაძრისკენ მიემართებიან. მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი და რამდენიმე ათასი მორწმუნე მონაწილეობს. მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ორგანიზატორებმა ბოთლებით წყალი დაახვედრეს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი მორწმუნეებს, მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და სადღესასწაულო პარასკლისს გადაიხდის.
საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღედ დააწესა.