შსს - ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია | Allnews.Ge

შსს - ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია

ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

პრესსამსახურის ცნობით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გუშინ, 35 წლის მამაკაცი პარკის შესასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს.

მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე ესროლეს.

დაჭრილი მისივე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მუცლის, ორივე ბარძაყისა და დუნდულის არეში აღენიშნებლოდა.

myquiz