10 ყველაზე გავრცელებული ავტომობილი საქართველოში
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მათი რაოდენობა 1 მილიონს მიახლოვდა, თუმცა, ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (90%) 2004 წლამდე წარმოებული ავტომობილებია. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები კი ავტოპარკის მხოლოდ 2%-ს შეადგენს.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია Mercedes Benz-ის და Opel-ის მარკის მანქანები.
2014 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე Nissan-ის და Subaru-ს რაოდენობა. ავტოპარკის 80%-ზე მეტს მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომანქანები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა რუხი/ვერცხლისფერი (27,7%) და თეთრია (16%).
საქართველოში გავრცელებული საავტომობილო ბდენდების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Mercedes Benz
2. Opel
3. Ford
4. BMW
5. Volkswagen
6. Toyota
7. Mitsubishi
8. Nissan
9. Honda
10. Subaru
ყველაზე გავრცელებული ავტომოდელის პირველი ათეული კი ასეთია:
1. Opel Astra
2. Opel Vectra
3. Mercedes-benz E
4. Mercedes-benz C
5. Volkswagen Golf
6. BMW 3 series
7. BMW 5 series
8. Mitsubishi Pajero/Montero
9. Honda CR-V
10. Volkswagen Jetta/Vento