სოფი ლორენი საქართველოში ჩამოდის | Allnews.Ge

სოფი ლორენი საქართველოში ჩამოდის

ივნისში საქართველოს 81 წლის ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი ეწვევა.

ამის შესახებ ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე იტყობინება. მისი თქმით, მსახიობი ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოს დაესწრება.

"ფონდ "ნატვრის ხის" 15 ივნისის ღონისძიებას ოპერისა და ბალეტის თეატრში, საპატიო სტუმრის რანგში მსოფლიო კინოლეგენდა სოფი ლორენი შეუერთდება. მან სრულიად უსასყიდლოდ გამოთქვა სურვილი დადგეს ჩვენთან ერთად ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად", - დაწერა ნინო სურგულაძემ "ფეისბუქის" გვერდზე.

"ნატვრის ხე" საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდია, რომელიც 2014 წელს ნინო სურგულაძემ დააარსა. იგი მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

Sophia Loren to visit Georgia for a charity concert organized by Nino Surguladze