მამაკაცმა პოლიციის მიერ მისი ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, იარაღიდან გაისროლა | Allnews.Ge

მამაკაცმა პოლიციის მიერ მისი ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, იარაღიდან გაისროლა

გურჯაანში, 30 წლამდე მამაკაცმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ მისი ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პატრულის თანამშრომლები მამაკაცისთვის საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერას გეგმავდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გასროლა პოლიციის მისამართით არ მომხდარა და მამაკაცმა ის ჰაერში განახორციელა.

მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის ხელყოფას პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 11-წლამდე.

myquiz