შალვა ოგბაიძე - 2008 წლის ომს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რაც ყოველწლიურად მიაქვს ავტოსაგზაო შემთხვევებს | Allnews.Ge

შალვა ოგბაიძე - 2008 წლის ომს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რაც ყოველწლიურად მიაქვს ავტოსაგზაო შემთხვევებს

საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემა პრემიერ-მინისტრის დონეზე უნდა იყოს აწეული.

ამის შესახებ შალვა ოგბაიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, სადაც გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე და მსხვერპლზე იყო საუბარი.

"ჩვენი უცხოელი პარტნიორი გვეუბნება, მე მაქვს ჯადოსნური ჯოხი, ინატრე რა გინდა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფერო გამოსწორდეს. ნატვრაც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული. ეს უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს. თბილისის დონეზე ეს უნდა იყოს თბილისის მერიაში და უნდა იყოს მჭიდრო კოორდინაციაში საპატრულო პოლიციასთან", - განაცხადა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძე მიიჩნევს, რომ თუ ერთი და იგივე ადგილას ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, უნდა ხდებოდეს ანალიზი. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის თვითდინებაზე მიშვებული, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ პრობლემას აფიქსირებს.

"ეს უნდა იყოს პრემიერის დონეზე აწეული თემა. 2008 წლის ომს არ წაუღია იმდენი სიცოცხლე, რაც ყოველწლიურად მიაქვს ავტოსაგზაო შემთხვევებს. ერთი მოზრდილი, წელგამართული სოფლის რაოდენობა ადამიანი გვეღუპება ყოველ წელს. ეს არის პრობლემა და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

myquiz