თბილისის მერია "მწვანე სახურავებისა" და ტერასების განვითარებას წაახალისებს | Allnews.Ge

თბილისის მერია "მწვანე სახურავებისა" და ტერასების განვითარებას წაახალისებს

მშენებლობისას "მწვანე სახურავებისა" და ტერასების განვითარებას დედაქალაქის მთავრობა წაახალისებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ქალაქში აქტიური უნდა გახდეს "მწვანე სახურავების" თემა. შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით. დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან", - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები დარეგულირდება.