მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა | Allnews.Ge

მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც Allnews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. მაშველებმა საცხოვრებელი ბინიდან ქალი და ბავშვი დროულად გამოიყვანეს და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დამწვარია საცხოვრებელი ფართის დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი.

myquiz