თბილისში ავტობუსის 700 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება | Allnews.Ge

თბილისში ავტობუსის 700 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი, კარლო ლაფერაძე აუქციონში გამარჯვებული კომპანიის - "ალმა-ტრანსპორტის" ხელმძღვანელს, გიორგი ტრაპაიძეს შეხვდა.

როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, კომპანია "ალმა-ტრანსპორტი" დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალ მოსაცდელ კონსტრუქციას განათავსებს.

"დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით თბილისის მერიამ 700 ადგილი შეარჩია. მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი მიმდინარე წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ალმა-ტრანსპორტი" მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.

ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20-წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცემა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა", - აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

myquiz