საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკების შემოწმება მიმდინარეობს | Allnews.Ge

საბავშვო ბაღებისა და სკოლის კვების ბლოკების შემოწმება მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა.

მათივე ინფორმაციით, გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება დარღვევებიც. 2015 წელს და 2016 წლის პირველ კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაიცა სხვადსხვა სახის რეკომენდაციები, თუმცა საწარმოო პროცესი არც ერთს შეუჩერდა, მაშინ როცა 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4 სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ შეძლეს.აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალომომარაგება და გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.

myquiz